რელიგია
ახლციხეში, მდინარეზე განბანვის რიტუალი მიმდინარეობს
ახალციხეში, სოფელ მინაძესთან, მდინარე მტკვარში განბანვის რიტუალი მიმდინარეობს. მორწმუნები, წყლის კურთხევის შემდეგ, მდინარეში შედიან და სჯერათ რომ მივიწყებული ცოდვებისგან განიწმინდებიან. ტრადიციული რიტუალი ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტის ხელმძღვანელობით ტარდება. - 6 გრადუსიან ყინვაში ნაკურთხ მდინარეში 200-მდე ადამიანი შევიდა. 

მდინარის კურთხევის ტრადიციას საფუძველი 1997 წელს ჩაეყარა. ამ დღეს საყოველთაო ნათლობისა და განბანვის რიტუალი სრულდება, მაგრამ წელს პანდემიის გამო, ნათლობები ტაძარში ჩატარდება. ეს გადაწყვეტილება მეუფე თეოდორემ ხალხმრავლობის თავიდან აცილებისა და ჯანდაცვის რეგულაციების დაცვის გამო მიიღო.

ყოველი წლის ამ დღეს მდინარე იორდანე აღმა იწყებს სვლას, როდესაც იერუსალიმის პატრიარქი მდინარეში სამჯერ ჯვარს გადააგდებს, როგორც ეს მოხდა უფლის მდინარეში ჩასვლის დროს.

წმიდა სახარების მიხედვით, წმინდა იოანე ნათლისმცემლის მიერ იესო ქრისტეს ნათლისღება მდინარე იორდანეში მოხდა. ამ დროს მასზე სულიწმინდა მტრედის სახით გადმოვიდა და თავზე დაადგა, ზეციდან კი ხმა გაისმა: "ეს არის ძე ჩემი საყვარელი, რომელიც მე სათნო ვიყავ".
| Print |