რელიგია
ნუ აყვებით ჭორებს, დავიცადოთ სანამ ვაქცინა გამოჩნდება - მეუფე ნიკოლოზი
ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზი ყველას მოუწოდებს, რომ კორონავირუსის ვაქცინასთან დაკავშირებით ჭორებს ნუ აყვებიან და მოიცადონ მანამ, სანამ ის ქვეყანაში რეალურად არ გამოჩნდება. 

"მინდა მოგიწოდოთ ყველას, ნუ აყვებით ჭორებს, დავიცადოთ სანამ გამოჩნდება ეს ვაქცინა, ფიზიკურად ჯერ ეს ვაქცინა არ არის, ჩვენამდე არ მოუღწევია, აი რომ მოაღწევს და დადგება საკითხი გავიკეთოთ თუ არ გავიკეთოთ, მაშინ დავსვათ ის კითხვები რაც ჩვენ ყველას გვაინტერესებს, დავუსვათ ეს კითხვები ექიმებს"
, - თქვა მეუფე ნიკოლოზმა.

მისი თქმით, კორონავირუსთან და ვაქცინასთან დაკავშირებით, ცვლილებები მუდმივად ხდება. მიტროპოლიტმა ამ თემაზე ნათლისღების დღესასწაულის წირვის შემდეგ ისაუბრა.

"დღევანდელი ნაკურთხი წყალი წაიღეთ ხალხო სახლში, ასხურეთ, დალიეთ და არ მოგეკარებათ ავადმყოფობა თუ გჯერათ და თუ არ გჯერათ, ნუ რა ვქნათ, დაიჯერებთ", - აღნიშნა მიტროპოლიტმა.

საქართველოში ვაქცინაციასთან დაკავშირებით, მოსახლეობაში არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა. მოქალაქეების ნაწილი აცხადებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას არ გაიკეთებს.
| Print |