რელიგია
ჭყონ­დი­დის ეპარ­ქი­ის სკან­და­ლუ­რო­ბა უნდა დას­რულ­დეს - მეუფე სტეფანე
ჭყონ­დი­დის ეპარ­ქი­ის სკან­და­ლუ­რო­ბა უნდა დას­რულ­დეს, - გა­ნა­ცხა­და ცა­გე­რი­სა და ლენ­ტე­ხის მე­უ­ფე სტე­ფა­ნემ ქა­და­გე­ბა­ზე. მისი თქმით, ეპარ­ქი­ა­ში უნდა და­ი­წყოს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ცხოვ­რე­ბა, გა­ნათ­ლე­ბა და სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბა, რაც იყო ეპარ­ქი­ის მთა­ვა­რი დატ­ვირ­თვა.

ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის კი­თხვა­ზე, რას გუ­ლის­ხმობ­და სკან­და­ლუ­რო­ბის დას­რუ­ლე­ბა­ში, ამ­ბობს, სკან­და­ლუ­რო­ბა ყვე­ლას­გან იყო, მაგ­რამ არა მე­უ­ფე გრი­გო­ლის­გან, მე­ტიც, მისი თქმით, ის მსხვერ­პლი იყო.

,,დარ­ბი­ხართ ყვე­ლა და პო­ლი­ტი­კურ კი­თხვებს სვამთ და თუ გინ­დათ, ჭყონ­დიდ­ში ჩა­მო­დით სუ­ლი­ე­რე­ბის­თვის. სკან­და­ლუ­რო­ბა ყვე­ლას­გან იყო, ვი­ღა­ცას აინ­ტე­რე­სებ­და, ვი­ღა­ცამ აი­ტა­ცა და გა­ა­შუ­ქეს, რო­გორც აწყობ­დათ. მე არ ვა­პი­რებ, სკან­და­ლუ­რო­ბის პრო­პა­გან­დას. იქ უნდა ვიყო წყნა­რად და მშვი­დად. სკან­და­ლუ­რო­ბა­ში მე­უ­ფე გრი­გო­ლი არა­ფერ შუ­ა­შია, მე­უ­ფე მსხვერ­პლი იყო ამ სი­ტუ­ა­ცი­ი­ს. მას თა­ვისი ეპარ­ქია ჰქონ­და და წარ­მო­იდ­გი­ნე, ჭყონ­დი­დი­დან წალ­კა­ში, რთუ­ლია. დრო­ე­ბით იყო, ვიდ­რე ვინ­მე გა­მო­ი­ძებ­ნე­ბო­და", - გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფე სტე­ფა­ნემ.

მან ასე­ვე გან­მარ­ტა, რომ ჭყონ­დი­დის ეპარ­ქი­ა­ში მსა­ხუ­რე­ბის და­მა­ტე­ბა "ნა­მახ­ვა­ნ­ჰეს­თან" და­კავ­ში­რე­ბით ერ­თგვა­რი სას­ჯე­ლი არ არის. მისი თქმით, ეს სი­ნო­დის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იყო და ამით ჰეს­თან და­კავ­ში­რე­ბით მისი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა არ შეც­ვლი­ლა.

მარ­ტვი­ლი­სა და ჭყონ­დი­დის ყო­ფი­ლი მიტ­რო­პო­ლი­ტი გრი­გოლ კა­ცია კი აცხა­დებს, რომ ეპარ­ქი­ა­ში აგ­რე­სია და სი­ძულ­ვი­ლია. რო­გორც მან გა­ნა­ცხა­და, ად­გილ­ზე ბევ­რმა ვერ მი­ი­ღო მღვდელმთავ­რად.

„აქ სამ­წუ­ხა­როდ, დამ­ხვდა სი­ტუ­ა­ცია, რომ ბევ­რი, ვინც ამ ეპარ­ქი­ა­ში იყო, ვერ მი­მი­ღო, რო­გორც მღვდელმთა­ვა­რი, იმ დღი­დან სამ­წუ­ხა­როა, ამ ეპარ­ქი­ა­ში არის აგ­რე­სია, სი­ძულ­ვი­ლი. სამ­წუ­ხა­როა, რომ ის ბე­რე­ბი, მა­მე­ბი ერ­თად რომ გა­ი­ზარ­დნენ, ერ­თად მოღ­ვა­წე­ობ­დნენ, ერ­თად აღიკ­ვე­ცენ, ერ­თმა­ნეთს არ ესალ­მე­ბი­ან. ეს აგ­რე­სია დღემ­დე არის. მე­უ­ფე პეტ­რე აქ 14 წელი მოღ­ვა­წე­ობ­და და მე ვფიქ­რობ, დრო და წლე­ბი დას­ჭირ­დე­ბა, რათა ეს აგ­რე­სია გა­ნი­კურ­ნოს“, - გა­ნუ­ცხა­და გრი­გოლ კა­ცი­ამ ჟურ­ნა­ლის­ტებს.

წმინ­და სი­ნო­დის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ჭყონ­დი­დის ეპარ­ქი­ას მე­უ­ფე სტე­ფა­ნე უხელ­მძღვა­ნე­ლებს, რო­მე­ლიც ამ დრომ­დე ცა­გე­რი­სა და ლენ­ტე­ხის მიტ­რო­პო­ლი­ტი იყო. მე­უ­ფე გრი­გოლ კა­ცია, რო­მე­ლიც მე­უ­ფე პეტ­რეს მღვდელმთავ­რო­ბი­დან გა­და­ყე­ნე­ბის შემ­დეგ, ჭყონ­დი­დის ეპარ­ქი­ა­ში და­ი­ნიშ­ნა, თა­ვის ეპარ­ქი­ა­ში, წალ­კა­ში დაბ­რუნ­და.
| Print |