რელიგია
ლოცვა უსახურავოდ
გათლილი ქვით ნაგები სალოცავები ქართული არქიტექტურის ნიმუშია და არ აქვს მნიშვნელობა ეკლესიაა თუ მეჩეთი - ამბობს ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ოთაში მცხოვრები ალექსანდრე გაგოშვილი. ქრისტიანი ალექსანდრეს მსგავსად ადიგენში, სოფელ ჭელას მეჩეთის იმამიც მიიჩნევს, რომ ქართული ისლამური კულტურა ცალკე ფენომენია და შესწავლას საჭიროებს.
60-მდე მეჩეთიდან სამცხე-ჯავახეთში ამ დროისათვის 35 შემორჩა. ისტორიული სალოცავებიდან მხოლოდ ერთია მოქმედი, ნაწილი ინგრევა, ნაწილი - აღარ არსებობს. კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ ძეგლის სტატუსი 21 მეჩეთს მიანიჭა. იმ სოფლებში, სადაც ისინი შემორჩა, მუსლიმი მოსახლეობა 70 წელზე მეტია აღარ ცხოვრობს. საბჭოთა რეჟიმის დროს, ეკლესიების მსგავსად, ისინიც ძირითადად საწყობებად აქციეს. იმ სოფლებში კი, სადაც მეოცე საუკუნის 50-იან წლებში აჭარიდან გადმოსახლებული მუსლიმი თემი ცხოვრობს, მეჩეთები საცხოვრებელ სახლებში განათავსეს, ოფიციალური სტატუსის გარეშე. 

მუსლიმი თემი დღეს ორი საკითხის მოგვარებას ითხოვს: ერთის მხრივ ნგრევის პირას მყოფი ისტორიული მეჩეთებია, ხოლო მეორეს მხრივ - ახლადაშენებული სალოცავები, რომლებიც ჯერ კიდევ სახლის სტატუსით ფუნქციონირებენ.

რატომ ინგრევა საკულტო ნაგებობები, როგორია არქივებში შემორჩენილი მესხური მეჩეთების ისტორია, რას ითხოვენ ადგილობრივი მუსლიმები და რატომ ფიქრობენ, რომ ხელოვნურად შექმნილი კონფლიქტები არ იქნება, თუ სახელმწიფო საკულტო ძეგლებს ტურისტულ მნიშვნელობას მაინც შესძენს.

,,მასალა მომზადდა პროექტის ,,ნარატივების რადიკალიზაციის პრევენცია და მათზე რეაგირება საქართველოში” ფარგლებში, რომელსაც მედიის განვითარების ფონდი STRIVE Global program-ის ფარგლებში ახორციელებს".

| Print |