რელიგია
ვნების სამდღეული - კათოლიკე და სომხური ეკლესიები აღდგომისთვის ემზადებიან
სომხური სამოციქულო და კათოლიკური ეკლესიები აღდგომისთვის ემზადებიან. დღეს, ორივე კონფესია წითელ პარასკევს აღნიშნავს. ქრისტიანულ სამყაროში ეს ყველაზე მძიმე დღეა, რის გამოც ტაძრებში წირვა არ აღევლინება. ამ დღის ღვთისმსახურება იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას იხსენებს.

ქრისტიანულ ტრადიციაში კვერცხი სიცოცხლის სიმბოლოა. მას საქართველოში ვნების პარასკევს წითლად ღებავენ. კვერცხი მარდიული სიცოცხლის სიმბოლოა, რადგან მისგან ცოცხალი არსება იბადება, იესო ქრისტემ კი ადამიანებს სიცოცხლე მიანიჭა. წითელ ფერში სისხლი მოიაზრება, რადგან იესო ქრისტემ თავისი სისხლით სიცოცხლე განწმინდა და აკურთხა.

ჯვარცმა და აღდგომა განუყოფელია. კათოლიკური სამყაროს გარდა უფლის აღდგომას 4 აპრილს, პროტესტანტები და სომხური სამოციქულო ეკლესიის წარმომადგენლებიც იზეიმებენ.


| Print |