რელიგია
წმ.შალვა ახალციხელის ტაძარში 5 მიტროპოლიტი წირავს
წმ.შალვა ახალციხელის სახელობის ტაძარში სადღესასწაულო წირვა დღეს სინოდის ხუთმა წევრმა აღავლინა.
მიტროპოლიტები ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მღვდელმთავრისთვის დაბადების დღის მისალოცად ჩამოვიდნენ. საკვირაო წირვას მეუფე თეოდორესთან ერთად ნეკრესის მიტროპოლიტი სერგი, ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი საბა, ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე და ხორნაბუჯისა და ჰერეთის მიტროპოლიტი დიმიტრი ესწრებიან.

მიტროპოლიტი თეოდორე დღეს 54 წლის გახდა.
| Print |