რელიგია
მეუფე სტეფანე მოქმედებს აბსოლუტური კანონის დაცვით - სინოდის წევრები ჭყონდიდში განვითარებულ მოვლენებზე
წმინდა შალვა ახალციხელის სახელობის ტაძარში სადღესასწაულო წირვა სინოდის ხუთმა წევრმა აღავლინა. მათ წირვის შემდეგ ჭყონდიდში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრეს.

ხორნაბუჯისა და ჰერეთის მიტროპოლიტი დიმიტრი და ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე ფიქრობენ, რომ ჭყონდიდის პრობლემა თითოეულ ადამიანს ეკუთვნის. ისინი საზოგადოებას მოუწოდებენ დაემორჩილონ მიღებულ გადაწყვეტილებას და იმედოვნებენ, რომ მოვლენები დადებითად შეიცვლება.

შეგახსენებთ, რომ წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, ჭყონდიდის ეპარქიას მეუფე სტეფანე 11 თებერვლიდან ხელმძღვანელობს, რომელიც ამავე დროს ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტიც არის.
| Print |