რელიგია
ჭულევის მონასტერში სააღდგომო ლიტურგია აღევლინა
სააღდგომო ლიტურგია ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ყველა მოქმედ ტაძარში აღევლინა. აღდგომის სადღესასწაულო წირვა ჭულევის წმ.გიორგის სახელობის ტაძარში არქიმანდრიტმა ანთიმოზმა ჩაატარა. მამათა მონასტერში წირვა საკოორდინაციო საბჭოს მიერ დაწესებული რეგულაციების დაცვით ჩატარდა.

მამა ანთიმოზ ცინაძემ მრევლს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა და ქვეყანას მშვიდობა უსურვა. მრევლი ტაძარსა და ეზოში, პირბადეებით იდგა. მრევლი ტაძარში კომენდანტის საათის დადგომამდე მივიდა. მათ ტერიტორიის დატოვების უფლება 04:00 საათამდე არ აჰქონდათ.

საქართველოს მთავრობამ საკოორდინაციო საბჭოზე კომენდანტის საათთან დაკავშირებით ცვლილებები შეიტანა და აღდგომის დღესასწაულზე გამონაკლისის სახით, გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა, მხოლოდ ერთი ღამით, 1 მაისს, 21:00-05:00 საათის ნაცვლად, 23:00-04:00 საათამდე დააწესა.

| Print |