რელიგია
მეუფე თეოდორემ მრევლს აღდგომის დღესასწაული მიულოცა
ახალციხის და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ სააღდგომო ლიტურგია წმინდა შალვა ახალციხელის სახელობის ტაძარში აღავლინა.
მრევლი ტაძარსა და ეზოში, პირბადეებით იდგა. წირვის დაწყებამდე სასულიერო პირებმა მორწმუნეებს სოციალური დისტანციის დაცვისკენ მოუწოდეს.

მღვდელმთავარიც და მრევლიც ტაძარში კომენდანტის საათის დადგომამდე მივიდა. მათ ტერიტორია 04:00 საათამდე არ დაუტოვებიათ.

საქართველოს მთავრობამ საკოორდინაციო საბჭოზე კომენდანტის საათთან დაკავშირებით ცვლილებები შეიტანა და აღდგომის დღესასწაულზე გამონაკლისის სახით, გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა, მხოლოდ ერთი ღამით, 1 მაისს, 21:00-05:00 საათის ნაცვლად, 23:00-04:00 საათამდე დააწესა.

| Print |