რელიგია
იმედი, სიყვარული არ უნდა დავკარგოთ - ილია II
იმედით ვიყოთ, იმედი არ უნდა დავკარგოთ, სიყვარული არ უნდა დავკარგოთ, დახმარება გავუწიოთ ერთმანეთს, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა განაცხადა. ილია მეორემ მრევლს გიორგობის დღესასწაული მიულოცა და დალოცა.

„დღეს არის დიდი დღესასწაული. სრულიად საქართველოს ვულოცავ გიორგობას. წმინდა გიორგი არის გაჭირვებული ადამიანების დამხმარე. შეგეწიოთ წმინდა გიორგი თქვენ და ყოველ გაჭირვებულს. იმედით ვიყოთ, იმედი არ უნდა დავკარგოთ, სიყვარული არ უნდა დავკარგოთ, დახმარება გავუწიოთ ერთმანეთს. დალოცვილი იყავით, იხარეთ ორსავე სოფელსა შინა“, - განაცხადა პატრიარქმა.
| Print |