რელიგია
მუსლიმური სამყარო რამადან ბაირამს ზეიმობს
მუსლიმები დღეს, 13 მაისს რამადან ბაირამის დღესასწაულს აღნიშნავენ. რამადანი მუსლიმთა კალენდრის მიხედვით მეცხრე თვეა. გადმოცემის თანახმად, სწორედ ამ თვეში მიანიჭა ალაჰმა მუჰამედს შუამავლის, მოციქულისა და ყურანის გამავრცელებლის მისია.

რამადან ბაირამის დღესასწაულს წინ ერთთვიანი მარხვა უძღვის, როცა მორწმუნეები დღის განმავლობაში არც საკვებს იღებენ და არც წყალს სვამენ. ბაირამი მარხვის ბოლო დღეს იწყება და სამი დღე გრძელდება. ამ დროს მუსლიმები სადღესასწაულო ლოცვას აღავლენენ, საფლავზე გადიან და მოწყალებას გასცემენ. 

რამადან ბაირამი მუსლიმებს მიულოცა ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე, ჭელას მეჩეთის იმამმა.

„ძვირფასო მორწუნეებო! ძვირფასო მუსლიმებო, გილოცავთ რამაზნის დღესასწაულს!
სულიერი სიმტკიცე მორწმუნეთა სულების მეგზური ყოფილიყოს.
უზენაესმა დაგლოცოთ ჯანმრთელობა უშრეტი ენერგია და ულევი წარმატებები გიბოძოთ თითეული მუსლიმის ცხოვრებაში.
მშვიდობა მსოფლიოს, მშვიდობა ჩვენს სამშობლოს, მშვიდობა ჩვენს გულებს აამინ“,
- წერს სოციალურ ქსელში ჯამბულ აბულაძე, ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე.

| Print |