რელიგია
შე ბრმა, შე ყრუ - მეუფე სპირიდონი სახლახო დამცველს მიმართავს
სხალთის ეპისკოპოსი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ქადაგებისას გამოეხმაურა. მეუფე სპირიდონმა ამბიონიდან მედია და სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და თქვა, რომ ომბუდსმენს ბავშვთა სახლის შემოწმების უფლება არ აქვს.

საქართველოს სახალხო დამცველის ინფორმაციით, მათი რწმუნებულები საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის საპატრიარქოს ა(ა)იპ ჯავახეთის ნინოწმინდის წმინდა ნინოს ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონში არ შეუშვეს. დაწესებულების წარმომადგენელმა მიზეზად, სხალთის მთავარეპისკოპოსის მეუფე სპირიდონის მითითება დაასახელა. ომბუდსმენის განცხადებაში აღნიშნულია, რომ მათი ვიზიტის მიზანი მონიტორინგის განხორციელება იყო.

იმის გამო, რომ პანსიონატში არც სახალხო დამცველის მონიტორინგის ჯგუფს უშვებენ და არც სახელმწიფო სოციალურ მუშაკს, ორგანიზაციამ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) სასამართლოს მიმართა. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ გაერო-ს ბავშვის კომიტეტიდან მიიღეს შეტყობინება, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატის საკითხზე დროებითი ღონისძიების გამოცემის შესახებ.

აღმზრდელების მხრიდან, ბავშვთა მიმართ მკაცრ დამოკიდებულებას ადასტურებს დეკანოზი ფილიპე აბაშიძე, თუმცა აღნიშნავს, რომ ეს ადრე ხდებოდა და ის თანამშრომლები პანსიონში აღარ მუშაობენ.

ამავე თემაზე: 
| Print |