ამინდი
20 ივნისამდე წვიმა და სეტყვაა მოსალოდნელი
"20 ივნისამდე საქართველოს ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა", - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სინოპტიკოსების ცნობით, ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +24, +29, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი +29, +34 გრადუსი იქნება. 

რაც შეეხება ახალციხეს - ნალექიანი ამინდები 17 ივნისიდან დაიწყება. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 16 ივნისს, 32 გრადუსი ფიქსირდება.
| Print |