რელიგია
კათოლიკეებმა დღეს პეტრე-პავლობა აღნიშნეს
29 ივნისს კათოლიკე ეკლესია პეტრე–პავლობას აღნიშნავს. წმინდა პეტრე და წმინდა პავლე სარწმუნოების ორი ბოძია - აღნიშნულია კათოლიკე ეკლესიის ოფიციალურ მედია პორტალზე.

წმ. წირვა კათოლიკე ეკლესიის ეპისკოპოსმა საქართველოში, ჯუზეპე პაზოტომ აღავლინა. ლიტურგიის შემდეგ, წმ. პეტრესა და წმ. პავლეს სახელობის ტაძრის ახალგაზრდებისთვის შეხვედრების ოთახი გაიხსნა და იგი ეპისკოპოსმა აკურთხა:

„ეს არის სივრცე ახალგაზრდებისთვის, შეხვედრების ოთახი, რომელიც თავად ახალგაზრდებმა მოამზადეს. გარდა ამისა, მათ მოამზადეს გამოფენა, სადაც დატანილია ტაძრის ისტორია“, – ამბობს წმ. პეტრესა და წმ. პავლე მოციქულთა სახელობის ტაძრის მოძღვარი პაატა ქომოშვილი.

პეტრესა და წმ. პავლე მოციქულთა სახელობის ტაძრის მშენებლობა 1870 წელს დაიწყო. მისი არქიტექტორი ალბერტ ზალცმანია. მშენებლობას კი ხელმძღვანელობდა შტაბს-კაპიტანი ზუბალაშვილი.
| Print |