რელიგია
საქართველოში ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილებს ჩამოაბრძანებენ
9 ივლისს, საქართველოში წმინდა ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილებს ჩამოაბრძანებენ. ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, სიწმინდე ინდოეთის მთავრობამ საქართველოს საჩუქრად გადასცა. როგორც საპატრიარქოში აღნიშნავენ, 10 ივლისს, 14:00 საათზე, დედოფლის წმინდა ნაწილებს ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში მიაბრძანებენ.
| Print |