რელიგია
ჩვენ სამშობლოს დაცვა გვინდა და არა მოკვლა ვინმესი, რომელიც არასწორად ფიქრობს - მეუფე სტეფანე
ნურავინ ჩვენ ნუ დაგვადანაშაულებს - ჭყონდიდის მიტროპოლიტი მეუფე სტეფანე კალაიჯიშვილი „ტვ პირველის“ ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას ეხმაურება.

,,სამშობლოს დაცვა სხვა რამეა ზოგადად, რომ იცოდეთ, როცა ემოციას ვერ თოკავ და სამშობლოს დაცვის საბაბით რაღაცას არასწორს აკეთებ, ეს არ ნიშნავს, რომ სწორია ეს მოქმედება. მე ვამბობ, რომ ჩვენ ყველამ უნდა დავინახოთ საფრთხე, რომელიც დგას მომავლის წინაშე. ამის გამოა ჩვენი აღშფოთება, დამოკიდებულება. თორემ ადამიანი რომ გარდაიცვალა და ესეთი რაღაც მოხდა, ეს არ არის ჩვენი მოწოდების ფარგლებში აბსოლუტურად. აქედან გამომდინარე ნურავინ ჩვენ ნუ დაგვადანაშაულებს. ჩვენ ვამბობთ რომ საფრთხეშია ჩვენი ქვეყანა, თქვენთვისაც საფრთხეშია...

არის პრობლემა ამას ვამბობ, თორემ იმას კი არ ვამბობ, რომ ეს უნდა მომხდარიყო და ვინც ეს გააკეთა მართალი და კარგი ადამიანია, უბრალოდ გამოვიდა წყობიდან რაც არ უნდა მოხდეს. ჩვენ სამშობლოს დაცვა გვინდა და არა მოკვლა ვინმესი, რომელიც არასწორად ფიქრობს"
, - თქვა მეუფე სტეფანემ.

შეგახსენებთ, სწორედ საპატრიარქოს მოწოდების შემდეგ შეიკრიბნენ 5 ივლისს მოძალადეები, რომლების სასტიკად გაუსწორდნენ ჟურნალისტებს.

ლექსო ლაშქარავას "სირცხვილიას" ოფისთან მძიმე დაზიანებები მიაყენეს.
| Print |