რელიგია
ლექსოზე პასუხი უნდა აგოს მთელმა საზოგადოებამ - მეუფე თეოდორე
ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქიის მიტროპოლიტის თეოდორეს თქმით, 5 ივლისს სასულიერო პირები ცდილობდნენ ჟურნალისტების დაცვას და რამდენიმე გადაეფარა კიდეც, თუმცა მედია ამ აქციას ცალმხრივად აშუქებს.

,,იყო ერთეული, რამდენიმე შემთხვევა, როდესაც არასწორად თქვა უბრალოდ და შემდეგ შეასწორა და ბოდიში მოიხადა ამ ყველაფრისთვის საჯაროდ. მამები იქ ყველანაირად ასრულებდნენ იმის მოვალეობას, რომ არ მომხდარიყო ძალადობა და ეფარებოდნენ. სამწუხაროდ, ცუდად გაშუქდა, თორემ თუ კარგად ნახავთ, ნახავთ რომ ეფარებოდნენ. მათ მოხვდათ, მამებს მოხვდათ ბევრი მუშტი, მამები ამას არ აკეთებდნენ.

პრაიდის ორგანიზატორებმა მრავალი მოწოდების მიუხედავად არ შეცვალეს თავისი განცხადება და გამოსვლა, რა თქმა უნდა ძალადობა არის დასაგმობი, მაგრამ პირველ რიგში დასაგმობია ის ფსიქოლოგიური ძალადობა, რომელიც ზუსტად პრაიდის ორგანიზატორებმა მოახდინეს.

რაც შეეხება ლექსოს, თქვენ გგონიათ თქვენ თავისუფალი ხართ ამისგან? არ ხართ თავისუფალი და არც ჩვენ ვართ თავისუფალი და პირველ რიგში დამნაშავეა პრაიდის ორგანიზატორები და მათი მხარდამჭერები, რომლებმაც მოაწყეს ეს ყველაფერი საქართველოში"
- განაცხადა მიტროპოლიტმა თეოდორემ.

| Print |