რელიგია
დღეს პატრიარქის ნათლულების სიას სამცხე-ჯავახეთიდანაც შეუერთდნენ
სამების საკათედრო ტაძარში დღეს ჩვილთა საყოველთაო ნათლობა მიმდინარეობს.

საქართველოს საპატრიარქოს განცხადებით, დღეს 1600-ამდე ბავშვი მოინათლება.

20:00 საათისთვის სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მიბრძანდება და ნათლულებს დალოცავს.
საყოველთაო ნათლობა საქართველოში 63-ედ იმართება.
| Print |