რელიგია
ამ ძნელბედობის ჟამს, ვირუსმა და ეკლესიაზე შეტევამ არ უნდა შეგვაშინოს - მამა ნიკოლოზი
ახალციხეში, მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძარში, სადღესასწაულო წირვა დეკანოზმა ნიკოლოზმა აღავლინა.

,,თუ იწყება, ჩვენც აქ ვართ, განა პირველად გავიგეთ ამის შესახებ? მთავარია ღმერთთან ვიყოოთ. ამ ძნელბედობის ჟამს, როდესაც ვირუსი ასეთ ეტაპზეა და დომინირებს, როდესაც ეკლესიას გიგინებენ, როდესაც რაღაცნაირად არარაობა ხარ, ტალახისგან მოზელილი, მაინც ძლიერად ხარ, როცა უფალში ხარ" - განაცხადა ტაძრის წინამძღვარმა მამა ნიკოლოზმა.

,,მე შეიძლება მღვდელი კაცი ვარ, რომელიც შეიძლება წავიქცე და ტალახში ამოსვრილი მნახო, შენ ამით უნდა დაბრკოლდე? არ გრცხვენია ქრისტიანო? მეც ხომ ადამიანი ვარ? შეიძლება შემეშალოს და მზად ხარ, რომ შემჭამო?" - აღნიშნა მამა ნიკოლოზმა და მრევლს სიმშვიდისა და თანადგომისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. 

სიმშვიდისა და ერთმანეთისთვის სიხარულის მინიჭების კურთხევა საქართველოს პატრიარქმა მრევლს მანამდე მისცა.

,,მთელ საქართველოს გაძლევთ კურთხევას გაახაროთ ერთმანეთი, წესად დაიდეთ ყველამ, ისე არ დაღამდეს, რომ ერთი ადამიანს მაინც არ მიანიჭოთ სიხარული. ეს სიხარული გადაეცემა ჩვენს ოჯახებს და სრულიად საქართველოს.''




| Print |