რელიგია
ყველას ვეუბნები, რომ კონფიდენციალური საუბარი მხოლოდ პირადი შეხვედრისას არის შესაძლებელი - მეუფე ნიკოლოზი
“მთავარი არხზე” თვალთვალისა და პირადი საუბრების გასაჯაროებული ე.წ. კრებსის - სავარაუდოდ, უშიშროების ანგარიშების შესახებ, მიტროპოლიტმა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა თქვა, რომ მას უშიშროების სამსახურის წარმომადგენლები წლების განმავლობაში უსმენდნენ, ამის შესახებ მან თავადაც იცოდა და თანხმობაც ჰქონდა მიცემული.

რადიო თავისუფლებამ მიტროპოლიტ ნიკოლოზ ფაჩუაშვილს რამდენიმე კითხვა დაუსვა, იმის გასარკვევად, თუ რას გულისხმობდა აღიარებისას.

მეუფის განმარტებით, მოსმენის შესახებ ოფიციალურმა პირმა დაახლოებით 2010 წელს არაოფიციალურად შეატყობინა. ამბობს, რომ ეს არა მუქარა, არამედ ტექნიკური შესაძლებლობების გაზრდის შედეგი იყო.

,,უშიშროების სამსახური, ჩემი წარმოდგენით, ამას ყოველთვის აკეთებდა და ეს ყველასთვისაა ცნობილი. ამ გაფრთხილებაში დავინახე ნაბიჯი ცივილური განვითარებისაკენ. პირადი ცხოვრების გამჟღავნების რისკები ყოველთვის არსებობდა და ყოველთვის იარსებებს. მოქალაქეების პირადი დაზიანება უმძიმესი დანაშაულია და სახელმწიფომ ეს არ უნდა ჩაიდინოს" - აცხადებს მეუფე ნიკოლოზი.

მიტროპოლიტის თქმით, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ არავინ შეხმიანებია, თავადაც არ დაინტერესებულა, რადგან ,,სიმართლეს მაინც არავინ მეტყოდა. ყველას ვაფრთხილებ, რომ რჩევების მისაღებად და საკუთარი პრობლემის გასაზიარებლად ტელეფონი არაა საიმედო - არა მარტო იმიტომ, რომ გვისმენენ. დაცული საშუალებების იმედად შეიძლება, მხოლოდ მიამიტი იყოს. ამიტომ, ყველას ვეუბნები, რომ კონფიდენციალური საუბარი მხოლოდ პირადი შეხვედრისას არის შესაძლებელი" - განმარტავს მეუფე ნიკოლოზი.
| Print |