რელიგია
თავკვეთულა მთელმა საქართველომ გაიგო, ძალიან კარგი - მეუფე ნიკოლოზი ბერ იოანეზე
"თავკვეთულის მონასტერში 24 წელია დავდივარ, ვწირავ და ეს სიტყვა, სამწუხაროდ, არავის გაუგია. თქვენი საშუალებით, სიტყვა თავკვეთულა მთელმა საქართველომ გაიგო. ძალიან კარგი", - ამბობს ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი "ფორმულასთვის" მიცემულ ინტერვიუში.

მეუფე ამბობს, რომ ეკლესიაში მისვლისას ბერის ლექსიკა გაცილებით მძიმე იყო.

"თქვენ ისიც არ გაინტერესებთ, ეს ადამიანი საიდან ამოვიყვანე მე. ეს მართლა ასეა, თქვენ არ იცით, რა ლექსიკა ჰქონდა ამ ადამიანს, როცა მე ეკლესიისკენ დავიწყე ამ ადამიანის მოყვანა, საიდან მოვიყვანე. არ მოგისმენიათ, ეს იმასთან შედარებით... სანამ ჩემთან მოვიდოდა და რომ დავიახლოვე, მისი ლექსიკა ბევრად უფრო მძიმე იყო. ბევრად უფრო ძლიერი ფსიქოლოგიური და ფსიქიკური ზიანი ჰქონდა. არ ამართლებს...

თქვენი ჟურნალისტი როგორ მოხვდა დღეს იმ მონასტერში, იცით? ფიზიკურად როგორ გადავიდა? ხიდი არის იქ გაკეთებული, წელს გაგვიკეთა ხელისუფლებამ დიდი თხოვნის შემდეგ. მდინარეზე ამ ხიდის გარეშე ვერ გადახვალ. 5 წელია ეს ბერი იქ ცხოვრობს, მარტო. ტურები, მგლები, ძროხები, რომლებიც უნგრევენ ყველაფერს... ერთხელ გველი შემოეხვია ფეხზე. 5 წელია მარტო, მშიერი ცხოვრობს, რითიც შემეძლო, ვეხმარებოდი
", - ამბობს მეუფე ნიკოლოზი.

დღეს, 28 აგვისტოს, ბერმა იოანემ ფორმულას ჟურნალისტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

| Print |