რელიგია
სამცხე-ჯავახეთის ყოფილი ვიკარიატი კორონავირუსით გარდაიცვალა
კოვიდ19-ს, სამცხე-ჯავახეთის ყოფილი ვიკარიატი ემსხვერპლა. ტერ მაგაკია ამირიანი კორონავირუსით 31 აგვისტოს გარდაიცვალა.

ჯავახეთში 2019-20 წლებში მსახურობდა - წერია წმინდა ეჩმიაძინის კანცელარიის შეტყობინებაში.

,,უწმიდესი გარეგინ II, უზენაესი პატრიარქი და სრულიად სომეხთა კათოლიკოსი, ეჩმიაძინის წმინდა დედათა საყდრის მთელი კონგრეგაცია ღრმად გლოვობს გარდაცვლილ მამა მაგაკიას ნაადრევ გარდაცვალებას და მისი სულის სიმშვიდისთვის ლოცულობს, მარადიული სხოვნა მის სულს“, – წერია განცხადებაში.

წმ. ეჩმიაძინის წევრი, ბავშვთა შემოქმედებითი სახლების სულიერი ინსპექტორი, არქიმანდრიტი ვარდაპეტი, საქართველოს სომხური სამოციქულო ეკლესიის ეპარქიაში, 2019-2020 წლებში მსახურობდა. იგი დანიშნული იყო სამცხე-ჯავახეთისა და წალკის გენერალურ ვიკარიატად. გადაწყვეტილება 2019 წლის მარტში, უწმინდესმა გარეგინ II, უზენაესი პატრიარქისა და სრულიად სომეხთა კათოლიკოსის საპატრიარქოს ხელმძღვანელობით მიიღო.
| Print |