რელიგია
ახალციხის და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტ თეოდორეს კორონავირუსი დაუდასტურდა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსებს, მიტროპოლიტ შიოსა და მიტროპოლიტ თეოდორეს რამდენიმე დღის წინ კორონავირუსი დაუდასტურდათ.

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე 2021 წლის 3 ნოემბერს განთავსდა ინფორმაცია, რომ საქართველოს საპატრიარქოში იმყოფებოდა საქართველოს პრეზიდენტი, შეხვედრას ესწრებოდა ორივე ქორეპისკოპოსი – მიტროპოლიტები შიო და თეოდორე, აგრეთვე შეხვედრას ესწრებოდა მიტროპოლიტი დავითი, რომელსაც ასევე დაუდასტურა კორონავირუსული ინფექცია.
ამ დრომდე უცნობია ჩაუტარდა თუ არა კათოლიკოს-პატრიარქს კოვიდტესტირება და როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა.
| Print |