რელიგია
სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს ჯანსაღი თაობის აღსაზრდელად - დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე
პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივას კაზინოებისთვის გადასახადის გაზრდა, რეკლამის აკრძალვა, მომხმარებლების ასაკობრივი ზღვარის 25 წლამდე აწევა, მეორე ეტაპზე კი საერთოდ აკრძალვა, სასპატრიარქო ეხმაურება. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე წერს:

,,სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს ჯანსაღი თაობის აღსაზრდელად. ამ ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივის რელობად ქცევა წლების განმავლობაში ვერ ხერხდებოდა.

25 წლამდე ახალგაზრდების დაცვა გემბლინგის სენისაგან შედეგს მყისიერად გამოაჩენს. 20-25 წლამდე ასაკის დასაქმებული ახალგაზრდების რაოდენობა უკანასკნელი წლების განმავლობაში მზარდი ტემპით კლებულობდა, ხოლო იგივე ასაკის ადამიანების სათამაშო ბიზნესში ჩართულობა ,- იზრდებოდა.

მისასალმებელია აზარტული თამაშების რეგულაციისაკენ გადადგმული პრემიერის ეს ნაბიჯი. იმედია დროთა განმავლობაში სხვა დამცავი მექანიზმების ჩართვაც შესაძლებელი გახდება, რაც დაიცავს ჩვენს ახალგაზრდებს და ზოგადად ოჯახებს ამ სენისაგან".


შეიძლება, დაგაინტერესოთ:

სათამაშო ბიზნესის შემოსავლიანი პანდემია

რა თანხას იხდის სათამაშო ბიზნესი საქართველოს ბიუჯეტში

მოგების ჟინით დანგრეული ცხოვრება
| Print |