რელიგია
საბერძნეთის ეკლესიებში არავაქცინირებულ პირებს არ შეუშვებენ
საბერძნეთის ეკლესიის სინოდმა მხარი დაუჭირა მთავრობის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც არავაქცინირებულ მორწმუნეებს აეკრძალათ საეკლესიო მსახურებაზე დასწრება. იმ შემთხვევაში, თუ არ წარადგენენ კოვიდ ტესტის უარყოფითი პასუხის გარეშე. თუმცა მათ არ გააჩნიათ ტესტების შემოწმების შესაძლებლობა და მორწმუნეთა კეთილსინდისიერების იმედი აქვს.

სინოდი ტელეკონფერენციის ფორმატში ჩატარდა, რომელსაც ათენისა და სრულიად საბერძნეთის მთავარეპისკოპოსი იერონიმე თავმჯდომარეობდა. კონფერენციაზე განიხილეს ახალი კორონავირუსული ზომები, რომლებიც 22 ნოემბრიდან ღვთისმსახურების ადგილებში რელიგიური მსახურების შესრულების დროს გამოიყენებენ.

სინოდმა ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება „საბერძნეთის მთავრობის უზარმაზარი ძალისხმევის მხარდასაჭერად, რომ თავიდან აიცილოს პანდემიის შემდგომი გავრცელება“, ასევე, მოუწოდა ყველას, „გაიარონ ვაქცინაცია სამედიცინო საზოგადოების მითითებების შესაბამისად, თავისუფლად და იძულების გარეშე“.

„ჩვენი ეკლესიის მტკიცე პოზიციაა, რომ ვაქცინაციის არჩევანი არ არის კეთილგანწყობის ან აღიარების საკითხი, არამედ სამედიცინო მეცნიერების საგანი და პირადი და სოციალური პასუხისმგებლობის აქტია. ნებისმიერი საპირისპირო შეხედულება, თუნდაც, სასულიერო პირების მხრიდან არ ასახავს საბერძნეთის ეკლესიის პოზიციას, რომელსაც ოფიციალურად მართავს და გამოხატავს მხოლოდ წმინდა სინოდი“, – ნათქვამია გადაწყვეტილებაში.

ასევე, სინოდს მიაჩნია, რომ მორწმუნეების მიერ მთავრობის გადაწყვეტილების აღსრულებას ვერ გააკონტროლებენ წმინდა ტაძრების მსახურები ან მოხალისეები, რადგან მათ არ გააჩნიათ არც შესაძლებლობები, არც უსაფრთხოების უფლებამოსილებები და არც სახელმწიფო (მაგალითად, საპოლიციო) უფლებამოსილებები. სინოდი მოუწოდებს სასულიერო პირებს და მორწმუნეებს, მკაცრად დაიცვან ყველა ღონისძიება, რომ თავიდან აიცილონ კორონავირუსის გავრცელება, გაიარონ ვაქცინაცია და ჩაიტარონ ტესტები მათ, ვინც არ აცრილა.

| Print |