რელიგია
კათოლიკური სამყარო შობას აღნიშნავს

 

დღეს, 25 დეკემბერს კათოლიკური სამყარო მაცხოვრის შობას აღნიშნავს. მთავარი სადღესასწაულო ღონისძიებები ბეთლემში, ნაზარეთსა და ვატიკანში იმართება.

კათოლიკური სამყაროს გარდა, ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს მართლმადიდებელთა უმრავლესობაც, რომელთა შორის საბერძნეთის მრავალრიცხოვანი მრევლიცაა.

ქრისტეს შობის 25 დეკემბერს აღნიშვნის გადაწყვეტილება თავის დროზე საქართველომაც მიიღო, თუმცა საბოლოოდ მაინც ძველ სტილს დაუბრუნდა.

25 დეკემბერი სიმბოლური რიცხვია, რომელიც მეოთხე საუკუნის დასაწყისში მთელმა ეკლესიამ აირჩია, რადგან უცნობია ქრისტე როდის იშვა. იესოს მიზანი სიბნელის განათება იყო. შესაბამისად, 25 დეკემბრიდან ღამე იკლებს და დღე იზრდება, ანუ სიბნელე სინათლით ნაცვლდება.

საქართველოში 16 მოქმედი კათოლიკური ეკლესიაა და 50 ათასამდე კათოლიკე ცხოვრობს.

 

| Print |