რელიგია
ჩატარდება თუ არა საშობაო ალილო ახალციხეში?
ახალციხეში წელს, ისევე როგორც შარშან, საშობაო ალილო არ ჩატარდება. წლების განმავლობაში დამკვიდრებული ტრადიცია კორონავირუსის პანდემიის გამო დაირღვა.

რაც შეეხება სადღესასწაულო ლიტურგიას, 6 იანვარს დილით 10 საათზე ჩატარდება ბასილი დიდის წირვა, საშობაო ლოცვა 16:00 საათზე, ხოლო სადღესასწაულო წირვა - 23:30 საათზე დაიწყება.

"პანდემიის გამო წელს ალილოს ვერ ჩავატარებთ. ჩვენ ვიცავთ ყველა წესს და ამიტომ თავს შევიკავებთ ხალხმრავლობისგან. მომავალ წლებში როგორც კი პანდემია დასრულდება აუცილებლად აღვადგენთ ტრადიციას" - განმარტავს ივლიტის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი იოანე.

ახალციხეში საშობაო ალილო ყოველწლიურად ივლიტის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვრის დეკანოზ იოანე გელაშვილის ინიციატივით ტარდებოდა. ქალაქის ქუჩებში მსვლელობა ეწყობოდა და მოძღვარი მოსახლეობას უფლის შობას ახარებდა. ამ დროს მოქალაქეებს შესაძლებლობა ჰქონდათ შესაწირი გაეღოთ. შეგროვებული პროდუქტი და ტანსაცმელი ყოველწლიურად ნინოწმინდის ბავშვთა სახლს გადაეცემოდა.

| Print |