რელიგია
მეუფე დიმიტრის 27 იანვარს დაკრძალავენ
ახლადშესვენებულ ეპისკოპოსს დიმიტრის (კაპანაძე)  ხუთშაბათს, 27 იანვარს, წირვის შემდეგ (დაახლ. 14:00 საათი) დედოფლისწყაროს საკათედრო ტაძრიდან დაკრძალავენ. ჭულევის მამათა მონასტრის ყოფილი წინამძღვარი ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსი დღეს, 23 იანვარს გარდაიცვალა. ინფორმაციას ახალციხის დედათა მონასტერი ავრცელებს. 

,,მეუფე დიმიტრის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაამძიმა კორონავირუსით გამოწვეულმა ინფექციამ. იგი ბოლო დღეების განმავლობაში საავადმყოფოში მკურნალობდა.

გამოვთქვამთ დიდ გულისტკივილსა და მწუხარებას ეპისკოპოს დიმიტრის გარდაცვალების გამო.

აღვავლენთ ლოცვებს მისი უკვდავი სულისათვის, რათა უფალმან აცხონოს და სავანესა მართალთასა დააწესოს იგი"
- ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კორონავირუსით ოთხი თვის წინ, 19 სექტემბერს, 62 წლის ასაკში ნეკრესის ეპარქიის მიტროპოლიტი, საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრი, მეუფე სერგი (ზურაბ ჩეკურიშვილი) გარდაიცვალა

სამცხე-ჯავახეთის ეპარქიის ყოფილი მმართველის მეუფე სერგის დაქვრივებულ ეპარქიას ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქიასთან ერთად მეუფე დიმიტრი მართავდა.
| Print |