რელიგია
კვირაცხოვლობა – აღდგომის დღესასწაულის განახლება
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს კვირაცხოვლობას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით ახალციხის მაცხოვრის ამაღლების სახელობის ეკლესიაში საღმრთო ლიტურგია ტაძრის მღვდელმსახურმა მამა იკოლოზმა ჩაატარა. კვირაცხოვლობა აღდგომის დღესასწაულის განახლებაა. ამ დღეს ასევე თომას კვირა ეწოდება. წმინდა სახარების მიხედვით, აღდგომის დღეს, საღამოს, მაცხოვარი მოწაფეებს გამოეცხადა /თომა მოციქული ამ შეხვედრას არ ესწრებოდა. როდესაც ეს ამბავი შეიტყო, თქვა, სანამ საკუთარი თვალით არ იხილავდა იესოს, მის აღდგომას არ დაიჯერებდა. აღდგომიდან მერვე დღეს, ისევ კვირა საღამოს, მაცხოვარი კვლავ გამოეცხადა მოწაფეებს.

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს კვირაცხოვლობას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით ახალციხის მაცხოვრის ამაღლების სახელობის ეკლესიაში საღმრთო ლიტურგია ტაძრის მღვდელმსახურმა მამა იკოლოზმა ჩაატარა.
კვირაცხოვლობა აღდგომის დღესასწაულის განახლებაა. ამ დღეს ასევე თომას კვირა ეწოდება. წმინდა სახარების მიხედვით, აღდგომის დღეს, საღამოს, მაცხოვარი მოწაფეებს გამოეცხადა /თომა მოციქული ამ შეხვედრას არ ესწრებოდა. როდესაც ეს ამბავი შეიტყო, თქვა, სანამ საკუთარი თვალით არ იხილავდა იესოს, მის აღდგომას არ დაიჯერებდა.

აღდგომიდან მერვე დღეს, ისევ კვირა საღამოს, მაცხოვარი კვლავ გამოეცხადა მოწაფეებს. ამჯერად თომა მოციქულის თანდასწრებით. უჩვენა ჭრილობები და უთხრა, ხელით შეხებოდა, რათა დარწმუნებულიყო. თომა მოციქული მუხლებზე დაეცა, თაყვანი სცა მაცხოვარს და თქვა: “უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი”. იგი პირველი იყო მოწაფეთა შორის, რომელმაც სრულიად აღიარა იესო ქრისტეს ღვთაებრივი ბუნება.
უფალმა კი უპასუხა, რომ ნეტარ იქნებიან ისინი, ვისაც არ უხილავს და იწამა.
კვირაცხოვლობას ტაძრებში დაჭრილი არტოსი – საგანგებოდ გამომცხვარი პური, რიგდება, რომელსაც მორწმუნეები განსაცდელისას, სულიერი და ხორციელი უძლურების დროს იღებენ.


| Print |