რელიგია
არმიის მხარდაჭერისთვის Z სიმბოლიკით პასქების წარმოება შეიძლება - რუსეთის საპატრიარქო
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების თავმჯდომარის მოადგილემ ვახტანგ ყიფშიძემ რადიოსადგურ „ლაპარაკობს მოსკოვის“ -ს ეთერში განაცხადა, რომ არმიის მხარდაჭერისთვის პატრიოტული სიმბოლიკით პასქების წარმოება შეიძლება, მაგრამ ის „ეკლესიის საკრალური სივრცის გარეთ“ იქნება.

რუსეთის ყურღანის ოლქის დასახლება შადრინსკში მომხმარებლებმა მაღაზია „ჩაიკაში“ სააღდგომო პასქები გადაიღეს, რომლებზეც ლათინური ასო Z იყო დატანილი, რომელიც რუსეთში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ სიმბოლოდ, ხოლო უკრაინაში რუსი აგრესორების სიმბოლოდ მიიჩნევა.

როგორც მაღაზიის დირექტორმა ანატოლი პოდოშენკომ განაცხადა, ჯერ კიდევ პირველი მსოფლიო ომის დროს სააღდგომო ატრიბუტიკას - კვერცხებს, პასქებს, სააღდგომო ბარათებს, სამხედრო სიმბოლიკით ამშვენებდნენ, რათა რუსი ჯარისკაცებისთვის მორალური მხარდაჭერა გამოეხატათ.

ყიფშიძემ ისიც აღნიშნა, რომ „სააღდგომო პასქების სიმბოლიკა უნდა იყოს უცვლელი გარე ფაქტორების მიუხედავად. პურპროდუქტი, რომელიც ტრადიციული ქრისტიანული სიმბოლიკისგან განსხვავებულია, სააღდგომო კულიჩად ვერ ჩაითვლება“.

| Print |