რელიგია
რუსეთში ეკლესიის გუმბათზე Z სიმბოლო დაამაგრეს

რუსეთში, სვერდლოვსკში ეკლესიის გუმბათზე ომის სიმბოლო Z დაამაგრეს. რუსული მედიის ინფორმაციით, ადგილობრივები ამას "არმიის მხარდაჭერით" ხსნიან.

პროპაგანდისტული რია ამტკიცებს, რომ გუმბათზე Z-ს დამაგრება შეთანხმებული არ ყოფილა ეპარქიასთან. სვერდლოვსკის ეპარქიის ადმინისტრაციის მდივნის თქმით, ტაძარს რესტავრაცია უტარდება და სიმბოლოს დამაგრება ადგილობრივების პირადი ინიციატივა იყო, ფოტოს გადაღების შემდეგ კი ის მოხსნეს.

"ტაძარზე ნიშანი ახლა არ არის განთავსებული", -ამბობს ის.

| Print |