რელიგია
კვერცხის შეღებვის წესი უდის დედათა მონასტრიდან

დღეს, წითელ პარასკევს, მორწმუნეები კვერცხებს წითლად ღებავენ და პასკებს აცხობენ. ორივე მათგანს რელიგიური დატვირთვა აქვს. სოფელ უდის დედათა მონასტრის წევრებმა უკვე შეღებეს კვერცხი და პასკებიც გამოაცხეს.

ახალი აღთქმის მიხედვით, წმიდა მარიამ მაგდალინელი რომში, იმპერატორის სასახლეში მივიდა. მან იმპერატორ ტიბერიუსს საჩუქრად კვერცხი გაუწოდა და ქრისტეს აღდგომა ახარა. იმპერატორმა ქალს ეჭვით შეხედა, როგორ შეეძლო მკვდარს აღმდგარიყო. ეს ისევე დაუჯერებელია, როგორც ის, რომ ახლა ეს კვერცხი გაწითლდესო. სახარების თანახმად, იმპერატორს სიტყვები ჯერ არ ჰქონდა დამთავრებული, რომ კვერცხი მართლაც გაწითლდა. ამ დღიდან მოყოლებული ქრისტიანები აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს წითელი კვერცხებით ხვდებიან.

გარდა ამისა, კვერცხი მარდიული სიცოცხლის სიმბოლოა, რადგან მისგან ცოცხალი არსება იბადება, იესო ქრისტემ კი ადამიანებს სიცოცხლე მიანიჭა. წითელ ფერში სისხლი მოიაზრება, რადგან იესო ქრისტემ თავისი სისხლით სიცოცხლე განწმინდა და აკურთხა.
| Print |