რელიგია
ახალციხეში მაცხოვრის გარდამოხსნისა და დატირების რიტუალი შესრულდა

დღეს წითელი პარასკევია - ყველაზე მძიმე დღე ქრისტიანებისთვის. სახარების მიხედვით, უფლის ჯვარცმა იუდეველთა პასექის დღესასწაულზე მოხდა. ქრისტიანულმა ეკლესიამ წითელი პარასკევი ამ დღის აღსანიშნავად დააწესა.

ვნების კვირის პარასკევს ტაძრებში წირვა არ აღესრულება, ყველა მოქმედ ტაძარში მაცხოვრის დატირების რიტუალი სრულდება. ამ დღეს ღვთისმსახურება იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას იხსენებს. გარდამოხსნა ტაძრის შუაგულში არასრული სამი დღის განმავლობაში რჩება, რაც იმის სიმბოლოა, რომ მაცხოვარი აღდგომამდე სწორედ სამი დღე იყო საფლავში.

ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ გარდამოხნის რიტუალი ახალციხის წმინდა შალვა ახალციხელის სახელობის საკათედრო ტაძარში შეასრულა.
| Print |