რელიგია
განსაკუთრებით მინდა დავლოცო უკრაინელები - მეუფე თეოდორე
ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი საზოგადოებას აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს. ეპარქიის მმართველი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებსაც ეხმაურება და აღნიშნავს: 

,,განსაკუთრებით მინდა დავლოცო უკრაინელები, ომში მყოფი ადამიანები, რომლებიც დიდ განსაცდელს განიცდიან, სადაც მრავალი უბედურება და საშინელება ხდება. შევთხოვთ უფალს, რომ მალე დასრულდეს ეს საშინელება და იზეიმოს სიმართლემ და იზეიმოს სიცოცხლემ და დაითრგუნოს სიკვდილი და ყველანაირი ძალადობა".

სადღესასწაულო წირვა ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა წმ. შალვა ახალციხელის სახელობის საკათედრო ტაძარში აღავლინა. მართლმადიდებლური აღდგომის მთავარი სიმბოლო პასკა და წითლად შეღებილი კვერცხია.

მეუფე თეოდორეს თქმით, აღდგომა ეს არის სიკვდილზე სიცოცხლის გამარჯვების დღე.
| Print |