რელიგია
მუსლიმები რამადან ბაირამის დღესასწაულს აღნიშნავენ
მუსლიმები რამადან ბაირამის, იგივე ფითირ ბაირამის დღესასწაულს აღნიშნავენ.

რამადანი მუსლიმთა კალენდრის მიხედვით მეცხრე თვეა. გადმოცემის თანახმად, სწორედ ამ თვეში მიანიჭა ალაჰმა მუჰამედს შუამავლის, მოციქულისა და ყურანის გამავრცელებლის მისია.

რამადან ბაირამის დღესასწაულს წინ ერთთვიანი მარხვა უძღვის, როცა მორწმუნეები დღის განმავლობაში არც საკვებს იღებენ და არც წყალს სვამენ.

ბაირამი მარხვის ბოლო დღეს იწყება და სამი დღე გრძელდება. ამ დროს მუსლიმები სადღესასწაულო ლოცვას აღავლენენ, საფლავზე გადიან და მოწყალებას გასცემენ.
| Print |