რელიგია
სავარდის ტაძარში, კონსტანტინე აკოფაშვილი დიაკვნად აკურთხეს
რაბათში, სავარდის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში, კონსტანტინე აკოფაშვილი დიაკვნად ეკურთხა. მას ხელი დაასხა საქართველოში კათოლიკე ეკლესიის ეპისკოპოსმა, მეუფე ჯუზეპე პაზოტომ. ინფორმაციას კათოლიკე ეკლესიის მედია catholic.ge ავრცელებს. 

კონსტანტინე აკოფაშვილი ვალის სამრევლოდან არის. იგი 30 წლისაა, სასულიერო სემინარიაში 17 წლის ასაკში წავიდა, 6 წელი სწავლობდა ყაზახეთის სემინარიაში, სხვა ქართველ სემინარისტებთან ერთად. 2016 წელს მან სემინარიის მიტოვების გადაწყვეტილება მიიღო.

6-წლიანი პაუზის შემდეგ კი სასულიერო პირად გახდომის გადაწყვეტილება მიიღო. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში იგი ქუთაისში სტიგმატელ მამებთან ცხოვრობდა.

"ეპისკოპოსის ხელთ გადასცემ მორჩილების პირობასაც. ღვთის ხმას უნდა გავუგონოთ, დავყვეთ, დავერმორჩილოთ, ვინაიდან არ არსებობს რწმენა მორჩილების გარეშე. და გახსოვდეს, რომ მაშინ, როცა აღარ გესმის არაფერი, ყველაფერი დაბნეულია შენში და მრავალი ეჭვი იჩენს თავს, აირჩიე მორჩილების გზა. მორჩილება, თუნდაც მაშინვე არა, შემდგომ ყოველთვის იქცევა ნათლად! მეც არაერთხელ მომიწია დავყოლოდი ცრემლებით! ეპისკოპოსისთვის მორჩილება ეკლესიასთან თანაზიარების გარანტიაა.

ილოცე ჩემთვის და ილოცე ყოველდღე ამ ეკლესიისათვის. გიყვარდეს იგი ვინმეს თავიდან მოშორებისა და გამორიცხვის გარეშე და პოვე სიხარული მის მსახურებაში, ერთგულებით"
, – იქადაგა ეპისკოპოსმა ჯუზეპე პაზოტომ.
ფოტოები: catholic.ge
| Print |