რელიგია
გთხოვთ, ნუ გაანადგურებთ კაცობრიობას - რომის პაპი
რომის პაპი ფრანცისკე მსოფლიო ლიდერებს, უკრაინაში ომის შესაჩერებლად, დიპლომატიური გადაწყვეტის გამონახვისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ CNN-ი იუწყება.

„ჯერ კიდევ გრძელდება სიკვდილის მრისხანება და ნგრევა. ვრცელდება წინააღმდეგობრივი პოზიციები, რაც ასაზრდოებს ესკალაციას და რომელიც სულ უფრო საშიში ხდება ყველასთვის. კვლავ მივმართავ ეროვნულ ლიდერებს: გთხოვთ, ნუ გაანადგურებთ კაცობრიობას“ , - განაცხადა პაპმა ფრანცისკემ წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილთა წინაშე ქადაგებისას.

„გამართეთ ნამდვილი მოლაპარაკებები, კონკრეტული საუბრები ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მდგრადი გადაწყვეტისთვის. ყური დაუგდეთ დატანჯული ხალხის განწირულ ხმას - ჩვენ ამას ყოველდღე ვხედავთ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში - პატივი ეცით ადამიანურ სიცოცხლეს, ყველგან შეაჩერეთ ქალაქებისა და სოფლების საშინელი ნგრევა“, - განაცხადა რომის პაპმა.
| Print |