Error
14 ოქტომბერს მართლმადიდებლები სვეტიცხოვლობას აღნიშნავენ
14 ოქტომბერს მართლმადიდებელი სამყარო  სვეტიცხოვლობის დღესასწაულს აღნიშნავს. ამ დღეს ასევე აღინიშნება მეფე მირიანისა  და დედოფალ ნანას, სიდონიასა და აბიათარის ხსენებაც.

14 ოქტომბერს მართლმადიდებელი სამყარო  სვეტიცხოვლობის დღესასწაულს აღნიშნავს. ამ დღეს ასევე აღინიშნება მეფე მირიანისა  და დედოფალ ნანას, სიდონიასა და აბიათარის ხსენებაც.

1907954_698952236829550_1472034136_n

გადმოცემის თანახმად, იესო ქრისტეს კვართი  მცხეთელ ებრაელებს, ელიოზსა და ლონგინოზს ხვდათ წილად, რომლებიც ქრისტეს ჯვარცმას ესწრებოდნენ. ელიოზმა სიწმინდე მცხეთაში ჩამოიტანა და თავის დას, მართლმორწმუნე სიდონიას გადასცა, რომელმაც კვართი მკერდზე მიიხუტა და სული განუტევა. ელიოზმა თავისი და კვართითურთ დაკრძალა. საფლავზე ამოსულა მშვენიერი ხე, რომელიც ოთხი საუკუნის შემდეგ მეფე მირიანის ბრძანებით ხუროებს ეკლესიის ასაშენებლად მოუჭრიათ, მისგან დაუმზადებიათ შვიდი სვეტი, მათ შორის ერთი, სახილველად საკვირველი და სასწაულმოქმედი, ვერ აღუმართავთ. იგი მხოლოდ წმინდა ნინოს ლოცვა-ვედრების შემდეგ აღმართულა იმ ადგილზე, სადაც ქრისტეს კვართი იყო დაკრძალული. აქ აშენდა სვეტიცხოვლის ტაძარიც.

ისტორიულად ამ დღეს იმართებოდა დიდი წირვა და მრავალი მლოცველი მოდიოდა საკლავითა და უსისხლო შესაწირავით. წირვის შემდეგ მლოცველები ტაძრის გალავანში შლიდნენ სუფრას და იმართებოდა პურობა.

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის  შემდეგ მცხეთობის დღესასწაული აღდგა და ოფიციალურ უქმე დღედ გამოცხადდა. ტრადიციულად, ამ დღეს წირვას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სვეტიცხოველში აღავლენს, ხოლო შემდეგ სახალხო დღესასწაული „მცხეთობა“ აღინიშნება.

თიკო კურტანიძე

| Print |