რელიგია
ლიეტუვამ რუსეთის პატრიარქს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა
რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო, ლიეტუვამ მოსკოვის პატრიარქ კირილს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა, - ინფორმაციას ლიეტუვური მედია ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

სასულიერო პირი ქვეყნისთვის არასასურველ პირთა სიას 23 ივნისს დაამატეს, თუმცა, ამ დრომდე, ინფორმაცია საჯარო არ გამხდარა.

ლიეტუვის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გადაწყვეტილების მიზეზი უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიზანმიმართული უარყოფა, რუსეთის აგრესიული ქმედებების გამართლება და მხარდაჭერაა, რაც უხეში არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს.

„პატრიარქი კირილი, ვლადიმერ პუტინის ახლო თანამოაზრე, არის უკრაინის წინააღმდეგ ომის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერი და საჯაროდ, არაერთხელ უსაუბრია დადებით კონტექსტში რუსეთის აგრესიაზე“, - აცხადებენ ლიეტუვის შსს-ში.
| Print |