რელიგია
დღეს წმინდა ილია მართლის ხსენების დღეა
დღეს, 2 აგვისტოს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმ. ილია მართლის ხსენებას, სრულიად საქართველოს კათალიკოს - პატრიარქის, ილია II-ის ანგელოზის დღესა და წინასწარმეტყველ ელია თეზბიტელის ხსენებას აღნიშნავს.

2015 წლის საპატრიარქოს სინოდმა, წმ. ილია მართლის (ჭავჭავაძე) ხსენების დღე წელიწადში 2-ჯერ განისაზღვრა. ორ აგვისტოს ილიაობის დღესასწაულზე და 12 სექტემბერს, მისი გარდაცვალების დღეს.

წმ. ილია (ელია) წინასწარმეტყველს, იგივე თესბიტელი ქრისტეს მოსვლამდე IX ს-ში პალესტინის ქალაქ თესბიტში ცხოვრობდა. წმ. ილია ისრაელის ერთ-ერთი უდიდესი წინასწარმეტყველი გახდა. იგი მეფე აქაბის დროს მოღვაწეობდა. მეფე აქაბის დროს, რომელმაც ჭეშმარიტ ღმერთს უღალატა და მის ნაცვლად წარმართული კერპი აღმართა, დასასჯელად ისრაელს სამწლიანი გვალვა მოევლინა, თავად წმ. ილია კი ღვთის მითითებით უდაბნოში მთის ნაკადულთან იმალებოდა, სადაც მასთან ყორნებს დილა-საღამოს პური და ხორცი მიჰქონდათ. ქვეყანას საშინელი გვალვა და შიმშილი დაატყდა თავს. ხალხმა ნელ-ნელა ჭეშმარიტი ღმერთის გახსენება დაიწყო. წმ. ილია ავიდა მთაზე და ღმერთს მხურვალედ ევედრებოდა, წვიმა მოევლინა. შვიდგზის ლოცვის შემდეგ მოვიდა ნანატრი წვიმა. ასე დასრულდა ისრაელში სამწლიანი გვალვა.

ამ დღეს საქართველოში განსაკუთრებულად დედოფლისწყაროში დღესასწაულობენ, სადაც ელიას მთაზე წმიდა ილია თეზბიტელის სახელობის ტაძარი მეექვსე საუკუნიდან არსებობს.
| Print |