რელიგია
ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქიას კიდევ ერთი მღვდელმსახური შეემატა

ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქიას კიდევ ერთი მღვდელმსახური შეემატა. 19 აგვისტოს, ფერისცვალების დღესასწაულზე მიტროპოლიტმა თეოდორემ დიაკვანი მამა ანდრია ლონდარიძე მღვდლად აკურთხა. კურთხევის ცერემონია წმინდა შალვა ახალციხელის სახელობის ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგიის შემდეგ გაიმართა.

მამა ანდრია წირვის დროს დიაკვნის მოვალეობას, დაახლოებით ორი წლის განმავლობაში ასრულებდა. მღვდლად მამა ანდრია ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ რუსთავის ახლადგახსნილ ტაძარში დაიწყებს. 

ნინია გრიგალაშვილის ვიდეო
| Print |