რელიგია
ვალეში რელიგიური ნივთების მცირე მუზეუმი მოაწყეს
ქალაქ ვალეს კათოლიკური ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ შენობას, სადაც წლების წინ მღვდლების საცხოვრებელი იყო, მცირე მუზეუმი მოეწყო. ინფორმაციას კათოლიკე ეკლესიის მედია პორტალი catholic.ge ავრცელებს. 

მუზეუმში ადგილობრივების მიერ, ვალეში შეგროვებული ძველი რელიგიური ნივთები განათავსეს. ის ქართველი კათოლიკე მოწამის, დემეტრე თბილელის სახელობის იქნება. შენობის დანარჩენი ნაწილი, რომელსაც რეაბილიტაცია ჩაუტარდა, სამრევლოს სხვადასხვა აქტივობისთვის იქნება განკუთვნილი.

განახლებული სივრცე და მცირე მუზეუმი  ვალეს ტაძრის დღესასწაულზე ეპისკოპოსმა ჯუზეპე პაზოტომ და სასულიერო პირებმა მოინახულეს. ფოტოები: კათოლიკე ეკლესიის მედია პორტალი
| Print |