რელიგია
ქაშუეთი იმეორებს საფარის იკონოგრაფიას - ვაჟა კიკნაძე
საფარის მონასტერი ქართული ხუროთმოძღვრების უმნიშნელოვანესი ძეგლია.
სამონასტრო კომპლექსი X-XIV საუკუნეების რამდენიმე ნაგებობას მოიცავს, ესენია: წმ. საბა განწმენდილის მთავარი ტაძარი, ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია, მცირე სამლოცველოები, სამრეკლო, ჯაყელთა სასახლე და ციხე-გალავანი, რუსი ბერების დროინდელი სენაკები და ნაგებობები. საფარა ადრე სამცხის ათაბაგების, ჯაყელების, ერთ-ერთი რეზიდენცია იყო, X საუკუნეში კი აქ უკვე მონასტერი იყო.

„საფარა“ წერილობით წყაროებში პირველად X საუკუნეში ჩნდება, ცნობილი არიან საფარელი მოღვაწეები: ივანე საფარელი (X ს.), ქართლის კათოლიკოსი გაბრიელ საფარელი (XI ს.), იოანე მტბევარ-საფარელი (XII ს.).

მის შესახებ მოგვითხრობს პროფ. ვ. კიკნაძე სამეცნიერო - პოპულარული პროექტის ფარგლებში - “ფესვები”.
პროექტი დაფინანსებულია შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ, ხოლო თანადაფინანსება MarTV-ს ეკუთვნის.
| Print |