რელიგია
სომხეთის ელჩი საპატრიარქოს სტუმრობდა
სომხეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში აშოტ სმბატიანი 5 ოქტომბერს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის თანამოსაყდრეს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირს) შეხვდა, იუწყება საქართველოში სომხეთის საელჩო.

საელჩოს ცნობით, შეხვედრაზე აღინიშნა სომეხი და ქართველი ხალხების მრავალსაუკუნოვანი სულიერი და კულტურული კავშირები, მდიდარი ისტორიული მემკვიდრეობა და საერთო გზა.

„მხარეებმა ხაზი გაუსვეს სომხეთსა და საქართველოსა და ორ ეკლესიას შორის აქტიური და ეფექტური თანამშრომლობის შენარჩუნებისა და გაფართოების მნიშვნელობას“, - ნათქვამია საქართველოს საელჩოს განცხადებაში.
| Print |