რელიგია
ფატიმის ღვთისმშობლის ქანდაკება სამცხეში 14 ოქტომბრამდე დარჩება
7 ოქტომბრიდან 14 ოქტომბრის ჩათვლით პორტუგალიიდან ჩამოსული ღვთისმშობლის ქანდაკება სამცხეს კათოლიკურ სამრევლოს მოივლის. ღვთისმშობლის ქანდაკებით მთელს მსოფლიოში მომლოცველობა 1947 წლიდან დაიწყო. მისი მისიაა – მშვიდობა მიიტანოს ყველა ხალხში. ქანდაკება უკვე იმყოფებოდა მსოფლიოს 64 ქვეყანაში.
ქვეყნის სამხრეთში, პირველი კათოლიკური სამრევლო, სადაც ღვთისმშობელი მიაბრძანეს, ვალე იყო. ადგილობრივები ღვთისმშობელს ქალაქ ვალის შესასვლელში დახვდნენ და დაახლოებით კილომეტრ–ნახევარი ქანდაკებასთან ერთად, ფეხით ტაძრამდე მსვლელობა მოაწყეს. პროცესიაზე იმყოფებოდა საქართველოში კათოლიკე ეკლესიის ეპისკოპოსი, მეუფე ჯუზეპე პაზოტო. 

2022 წლის მარტში იგი უკრაინაშიც ჩაიტანეს. ამჯერად, ქანდაკება სამხრეთ კავკასიას – საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს მოივლის. მომლოცველობა თბილისის საკათედრო ტაძრიდან 28 სექტემბერს დაიწყება და 14 ოქტომბერს ახალციხეში დასრულდება 7 ოქტომბრიდან ქანდაკებას ჩამოაბრძანებენ მესხეთის სამრევლოებში.
8 ოქტომბერი – არალი

9 ოქტომბერი – უდე, აბასთუმანი, ბენარა, უნწა, ხიზაბავრა

10 ოქტომბერი – ვარგავი, ახალციხე

11 ოქტობერი – ივლიტა

11–14 ოქტომბერი – ახალციხე
მომლოცველობა დასრულდება ახალციხეში, რაბათის ტაძარში, სადაც მთელი საქართველოდან შეიკრიბებიან სასულიერო პირები და მრევლი. ქანდაკება საქართველოდან აზერბაიჯანში გაემგზავრება.

ფოტოების ავტორია catholic.ge
| Print |