რელიგია
კათოლიკური ეკლესია ყველა წმინდანის დღესასწაულს ზეიმობს
დღეს კათოლიკური სამყარო ყველა წმინდანის დღეს ზეიმობს. ყველა წმინდანის დღე განსაკუთრებული დღესასწაულია, რომელსაც კათოლიკეები ყველა წმინდანის, ცნობილის თუ უცნობის პატივსაცემად აღნიშნავენ. იგი პირველად 609 წელს აღნიშნეს.

"ეკლესია ლიტურგიულ მოხსენიებას უძღვნის ყველა მათ, რომლებიც დასთანხმდნენ ქრისტესთან შეხვედრას მის დიდებაში და რომლებსაც უწოდებენ არა მხოლოდ არქეტიპებს, არამედ ჩვენი ქმედებების დამცველებსაც. წმინდანები – არიან ღვთის შვილები, რომლებმაც მიაღწიეს ხსნის მიზანს და ცხოვრობენ მარადიულობაში ნეტარების იმ მდგომარეობით, რომელიც მშვენივრად არის გამოხატული იესოს მიერ მთაზე ქადაგებაში. ამის შესახებ მათეს სახარება მოგვითხრობს (მათ.5: 1–12). წმინდანები არიან ასევე ჩვენი გზამკვლევები იესოს მიბაძვის გზაზე, რომელსაც მივყავართ იმ კონდიციამდე, რომ გავხდეთ ღვთის სასუფევლის ქვაკუთხედი".

| Print |