რელიგია
რაბათში, კათოლიკურ მონასტერში ხანძარი გაჩნდა
დღეს, 9 დეკემბერს, რაბათში ბენედიქტელ დედათა მონასტერში ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი ბუხრიდან გავრცელდა და შენობის სახურავის ნაწილს მოედო. დაზიანდა მონასტრის სახურავი, თუმცა ხანძრის ჩაქრობა მეხანძრეებმა დროულად მოახერხეს.
ინფორმაციას კათოლიკე მედია ავრცელებს. ,,ღმერთს მადლობას ვწირავთ, რომ ჯანმრთელად და უვნებლად არიან მონასტერში მცხოვრები მონაზვნები. კათოლიკე ეკლესია ლოცულობს მათთვის და მათ გვერდითაა. ახლა, მონასტრის დედებისათვის ჩვენი, ყველას მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია" - წერია განცხადებაში.
| Print |