რელიგია
რომის ყოფილი პაპი ბენედიქტ XVI გარდაიცვალა
რომის ყოფილი პაპი ბენედიქტ XVI 95 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია დაადასტურა წმინდა საყდარმაც.

ყოფილი პაპი ბენედიქტე ვატიკანის რეზიდენციაში გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, ბოლო დღეები ბენედიქტ XVI-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად იყო გაუარესებული. ოთხშაბათს, ქადაგების დროს, რომის პაპმა ფრანცისკემ მრევლს ემერიტუსი პაპისთვის ლოცვისკენ მოუწოდა. ბენედიქტე მე-16 კათოლიკური ეკლესიის წინამძღოლი 2005 წლიდან იყო. 2013 წელს ის პირველი რომის პაპი გახდა ბოლო 600 წლის განმავლობაში, რომელმაც პოსტი დატოვა.
| Print |