რელიგია
ახალციხეში განბანვის რიტუალი მდინარეში ჩატარდა

ნათლისღებასთან დაკავშირებით მდინარე მტკვარში განბანვის ტრადიციული რიტუალი ჩატარდა.

სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ მრევლმა ტაძრიდან სოფელ მინაძეში გადაინაცვლა. სოფელში მდინარე მტკვარი იკურთხა და მორწმუნეები მივიწყებული ცოდვებისგან განიბანნენ.

განბანვის რიტუალი ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მეუფე თეოდორემ, ეპარქიის სასულიერო პირებთან ერთად შეასრულა.

საყოველთაო ნათლობა კი ტაძრებში აღესრულა.
| Print |