რელიგია
გელათის მონასტრის წინამძღვარი, რომელმაც ხანძრის შედეგად სხეულის დამწვრობა მიიღო, გარდაიცვალა
გელათის ტაძრის წინამძღვარი იოსებ ბურჯანაძე, რომელმაც კელიაში გაჩენილი ხანძრის დროს სხეულზე დამწვრობა მიიღო, გარდაიცვალა.

„დღეს 30 იანვარს, გარდაიცვალა გელათის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მამათა მონასტრის არქიმანდრიტი, იოსებ ბურჯანაძე. უფალმა მართალთა თანა დააწესოს სული მისი. გთხოვთ ლოცვებში მოიხსენიოთ ახალშესვენებული არქიმანდრიტი იოსები“, - ვკითხულობთ ტექსტში.

17 იანვარს გელათის მონასტერში, ხანძრის შედეგად წინამძღვარი იოსებ ბურჯანაძე დაშავდა.
| Print |